🌱
გაზრდის პრაქტიკა:
დათესე შენი მიზნები, დაე ისინი გაიზარდონ შენთან ერთად
გზავნილი

შენ ხელში გიჭირავს არა უბრალოდ წერილი, არამედ ცოცხალი წერილი.
ეს არ არის უბრალოდ ლავანდას მარცვლები, ეს არის ოცნების მარცვლები.

დაიწყე მიზნების გაზრდა უძველესი პრაქტიკით - ბუნებასთან გაცნობიერებული ურთიერთქმედებით.
SHAMANI EDU - ბიოჰაკინგი როგორც ხელოვნება

SHAMANI EDU აერთიანებს ბიოჰაკინგს, უძველეს პრაქტიკებს და ნეიროფსიქოლოგიას.
ეს ბარათი არ არის უბრალოდ ბონუსი,
შენ იწყებ გზას, სადაც მცენარის ზრდა გახდება პიროვნული ზრდის სარკე.
დიადი მასწავლებელი

ეს არის ბუნებასთან დაბრუნება, როგორც დიად მასწავლებელთან.
ყველაფერი რაც დარგე, შეიძლება გაიზარდოს.
მთავარია - მორყწა ყოველდღე.
პრაქტიკის ეტაპები:
1. ბიოჰაკინგ კურსის თვითმიზანი:

სანამ თესლის თესვის პრაქტიკაზე გადავალთ, საჭიროა ინიციაციის თესლის ფორმირება. ეს არის მომენტი, როდესაც უკავშირდები საკუთარ თავს.
გთხოვთ არ იჩქაროთ, ეს ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

  • განმარტოვდი, გამორთე ტელეფონი, დახუჭე თვალები.
  • მიმოფანტე ფიქრები. რა გაწუხებს? ფიზიკურად? ემოციურად? ფსიქიკურად?
  • ჰკითხე საკუთარ თავს: რა მინდა მივიღო ამ კურსისგან?
  • რატომ მივმართე ბუნებას, სოკოებს, ლავანდას?
  • რა დახმარებას ველი, როგორც ადამიანი, ორგანიზმი, სული?
  • გაახილე თვალები, აიღე ბარათი. დაწერე მიზნები, არა გონებით არამედ გულით.
  • დაწერეთ მიზნები თითქოს ეს უკვე ახდა. წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე ამ მიზნებს, შენი სხეული არის ჯანმრთელი, გონება მშვიდი, ენერგია მიედინება თავისუფლად. შენ უკვე აქ ხარ. შეიგრძენი ეს. დაიმახსოვრე. დაე ეს გახდეს შენი ვექტორი, კომპასი.
მაგალითი:
❌ "მე მინდა ვიყო უზრუნველყოფილი, ჯანმრთელი..."
✅ "მე ვარ უზრუნველყოფილი, ჯანმრთელი..."

ქვეცნობიერი არის შენი მოკავშირე. თუ კი მას გაუგზავნი ცხად იმპულს, მას ეცოდინება, საით წაგიყვანოს. თავად გადაწყვიტე რას აშენებ.

მიზანი - ფუნდამენტია,
ცნობიერება - მშენებელი,
ბუნება კი რესურსი.
2. კურსის დასაწყისი - თესვის რიტუალი

დღეს დაიწყება შენი შინაგანი და გარეგანი ზრდა.
  • მოძებნე ლამაზი ქოთანი ან ადგილი ბუნებაში.
  • ისუნთქე ღრმად. (რეკომენდებულია SHAMANI-ის 10 წუთიანი სუნთქვის მართვის სეანსი);
  • წაიკითხე ბარათზე დაწერილი ბიოჰაკინგის მიზნები ხმამაღლა, მედიტაციურად;
  • დათესე მარცვლები გაცნობიერებულად. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინე როგორ იზრდება მანიფესტაციის ენერგია მიწაში.

✂️ გაანაწილეთ ფურცელი პატარა ნაწილებად და აურიეთ მიწაში, ქოთანში ან ბაღში;
🌱 ნიადაგის ზედაპირზე მიმოფანტეთ ფურცლის ნააწილები ლავანდას თესლებით და მსუბუქად მოაფრქვიეთ მიწა (მაქს.1 სმ);
💧 მორწყეთ ზომიერად – ნიადაგი ოდნავ ტენიანი უნდა დარჩეს, მაგრამ არა ძალიან სველი;
☀️ განათავსეთ მზიან ადგილას – ლავანდას უყვარს მზე.
3. ვიზუალიზაციისა და ზრდის პრაქტიკა

წარმოიდგინე, მოიზიდე, შექმენი.
5 წუთი დღეში და შენი მიზანი იზრდება:

  • ყოველ დილით ან საღამოს, მცენარის მოვლას დაუმატე, ძლიერი ვიზუალიზაციის (წარმოსახვის) 2-3 წუთი;
  • ვიზუალიზაციის ეფექტური მდგომარეობის მისაღწევად გირჩევთ სცადოთ SHAMANI-ის 10 წუთიანი სუნთქვის მართვის სეანსს;
  • წაიკითხე ან გაიხსენე მიზნები;
  • იყავი მადლიერი ბუნების, რომელიც გვაძლევს ნიადაგს მატერიის/ნაყოფის შექმნისთვის;
  • დახუჭე თვალები, წარმოიდგინე, როგორ იზრდება მცენარე შენს მიზნებთან ერთად, როგორი იქნება ის. წარმოიდგინე თავი მომავალში, სადაც შენი მიზნები უკვე რეალიზებულია, შეიგრძენი შენი თავი მომავალში;
  • შეხედე მცენარეს, წარმოიდგინე, რომ ის უკვე გადაიქცა აყვავილებულ ლამაზ ლავანდად;
  • მოუსმინე ხმებს, შეიგრძენი სურნელი, შეეხე ამას მომავალში. დაუკავშირე ეს წარმოსახვა აწმყოს;
  • გაიმეორე: "მე ამას მივაღწიე, ეს უკვე ჩემშია, მე ვარ მადლიერი'';
  • ჩაიწერე ყველა ცვლილება, დაკვირვება, ფიქრები, წარმოდგენები;
  • ჩაიწერე, რა ნაბიჯები გადადგი დღეს მიზნის მისაღწევად.
4. ზე-ცნობიერება. ტრანსფორმაცია.

  • როდესაც მცენარე მომწიფდება, და მოვა მისი აღების დრო - გააკეთე ეს პატივისცემით. ეს არ არის უბრალოდ მოსავლის აღება - ეს არი საერთო გზის დასასრული.
  • მიუახლოვდი მცენარეს, დახუჭე თვალები, შეიგრძენი გზა, რომელიც ერთად განვლეთ.
  • უთხარი: "მე მადლიერი ვარ შენი. შენ იყავი ჩემი სარკე, ჩემი მოკავშირე, ჩემი ნაწილი. მაპატიე, თუ ვიყავი უყურადღებო ან ვჩქარობდი. შენ არ ხარ ჩემზე ნაკლები. და მე არ ვარ შენზე მეტი. ჩვენ ორივე ვართ ბუნების ნაწილი. ჩვენ ორივე აქ ვართ დროებით... როდესდაც დავასრულებ ჩემს ციკლს - ჩემი სხეულიც გახდება საკვები დედამიწისთვის..."
5. კურსის ციკლის დასასრული - ჩაის რიტუალი და მედიტაცია

  • მოწყვიტე ლავანდა გაცნობიერებულად, როგორც ციკლის დასასრული;
  • გამოაშრე ლავანდა სწორად. შეკარი ღეროები ძაფით ან რეზინით და ჩამოკიდე ბნელ, გრილ მზისგან მიუწვდომელ ადგილას;
  • ეს პროცესი ჰგავს ინტეგრაციის პროცესს, გზა განვლილია, გამოცდილება მიღებული. თუმცა მას სჭირდება სწორი ადაპტაცია სიბნელეში, რათა შენარჩუნდეს ყველა სასარგებლო თვისება და მოხდეს გადაპროგრამირება.
6. ჩაის რიტუალი და მედიტაცია

  • 5-12 დღეში ლავანდა საკმარისად უნდა გამოშრეს, ეს დამოკიდებულია გარემოზე (როგორც იმ გარემოზე, სადაც გამოცდილების ინტეგრაცია მოხდება).
  • კარგად დააქუცმაცე გამომშრალი ყვავილები. მოადუღე ჩაი და დაჯექი მშვიდ ადგილას.
  • შეიგრენი ჩაის სურნელი, გაიხსენე განვლილი გზა და მიზნები. რა შეიცვალა, რა აგიხდა?
  • მადლობა გადაუხადე ბუნებას: მცენარეს და საკუთარ თავს.

"ჩვენ არ ვფლობბთ ბუნებას, ჩვენ ვართ მისი ნაწილი, როდესაც შენ უსმენ ბუნებას, შენ უსმენ საკუთარ სულს"- SHAMANI
Made on
Tilda