თქვენი პასუხების მიხედვით, ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება პირამიდის ზედა დონეს — ენერგიას, ფოკუსსა და პროდუქტიულობას — სჭირდება.
როცა დღის განმავლობაში ენერგია სწრაფად იკლებს, ყურადღება იფანტება და საქმის დაწყება ან სტაბილურ სამუშაო რიტმში დაბრუნება რთულდება, მხოლოდ დასვენება ყოველთვის არ არის საკმარისი — საჭიროა ყოველდღიური რესურსის გააქტიურებაც.
ამიტომ თქვენი მთავარი პრიორიტეტია ენერგიის, გონებრივი სიცხადის, კონცენტრაციისა და მოტივაციის მხარდაჭერა. სწორედ ეს მიმართულებები ქმნის პროდუქტიული და აქტიური დღის საფუძველს.
თუმცა პირამიდის ზედა დონე დანარჩენი სისტემისგან განცალკევებით არ მუშაობს. კომპლექსური კურსი ენერგიისა და ფოკუსის მხარდაჭერასთან ერთად მოიცავს სტაბილიზაციასა და აღდგენით საფუძველსაც — ამიტომ ცვლილება უფრო სრულად, თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება.
მთავარი აქცენტი — ენერგიასა და ფოკუსზე. ძლიერი შედეგი — მთელი სისტემის მხარდაჭერით.
SHAMANI-ის კალათაში წარმოდგენილია 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, სხვადასხვა ფორმით და მოქმედების მექანიზმით, თითოეული პროდუქტი უნიკალურია თავისი თვისებებით და მოქმედების სპექტრით. ძირითადი მიმართულებები: გონებრივი ფუნქციები, საჭმლის მომნელებელი ფუნქციები, იმუნიტეტი, ძილის ხარისხი, სტრესი, შფოთვა, დაღლილობა...
წარმოდგენილი პროდუქცია არის 100%-ით ბუნებრივი და უსაფრთხო, რომელიც გადის დამუშავების გრძელ გზას, რათა მაქსიმალურად გამოვავლინოთ მათი სასარგებლო პოტენციალი. აქვს დაგროვებითი ეფექტი, აუმჯობესებს მდგომარეობას თანაბრად, არა-აგრესიული იძულებითი გზით, ორგანიზმისთვის ზედმეტი სტრესული ვითარების შექმნის გარეშე. ეფექტი კურსის შემდეგაც ნარჩუნდება და რაც მთავარია არ ყალიბდება დამოკიდებულება.
ჩვენი პროდუქტები გარდა პრობლემების მოგვარებისა და ორგანიზმის ფუნქციების აღდგენისა, ეხმარება გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თავისი თვითმიზნის მიხედვით.
პროდუქცია სრულად თავსებადია ერთმანეთთან, მეტიც სოკოების სინერგიის წყალობით მათი კომპლექსური მოქმედება გაცილებით უფრო სწრაფი და ეფექტურია (რეკომენდებულია ჩვენი მზა კურსების შეძენა).
კომპლექსური კურსის ოპტიმალური პერიოდია 2-3 თვე, ამ პერიოდში პროდუქცია ავლენს სრულ პოტენციალს. თუმცა მომხმარებლების 87%, უკვე პირველი 7 დღის ფარგლებში გრძნობს პირველად ეფექტს.
რათქმაუნდა, ბიოჰაკინგის კურსი ხომ სწორედ გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში გეხმარებათ და მხარს უჭერს თქვენს პროდუქტიულობას.
კურსი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას რეაქციის სისწრაფეზე, პირიქით ის ამშვიდებს გონებას და აუმჯობესებს კონცენტრაციას.
ალკოჰოლი რეაქციაში არ შედის ჩვენს პროდუქციასთან, არ იწვევს ინტოქსიკაციას, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არარეკომენდებულია ალკოჰოლისა თუ სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება, არის კურსის ეფექტურობის შემცირება.
ჩვენმა კურსებმა აჩვენეს გასაოცარი შედეგი პაციენტებში (ვთანამშრომლობთ კლინიკებთან). აუცილებელია ფსიქოლოგიური მზაობა და მტკიცე გადაწყვეტილების მიღება კურსის დაწყებამდე. ბიოჰაკინგის კურსის პირველი ერთი კვირა არის მნიშვნელოვანი, რათა გამოვლინდეს მათი პოტენციალი და პროდუქტებმა დაიწყონ მუშაობა, შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება მავნე ჩვევებზე უარის თქმა.
მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ. პროდუქტი გამოირჩევა უკუჩვენებების სიმწირით, როგორც სხვა ნებისმიერი საკვები თუ ბუნებრივი დანამატი. მძიმე ფიზიკური ან ფსიქიური ჯანმრთელობის მდგომარეობებში კურსის დაწყება არარეკომენდებულია, ექიმის ან სპეციალისტის დაკვირვების გარეშე.