სანამ თესლის თესვის პრაქტიკაზე გადავალთ, საჭიროა ინიციაციის თესლის ფორმირება. ეს არის მომენტი, როდესაც უკავშირდები საკუთარ თავს.
გთხოვთ არ იჩქაროთ, ეს ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
- განმარტოვდი, გამორთე ტელეფონი, დახუჭე თვალები.
- მიმოფანტე ფიქრები. რა გაწუხებს? ფიზიკურად? ემოციურად? ფსიქიკურად?
- ჰკითხე საკუთარ თავს: რა მინდა მივიღო ამ კურსისგან?
- რატომ მივმართე ბუნებას, სოკოებს, ლავანდას?
- რა დახმარებას ველი, როგორც ადამიანი, ორგანიზმი, სული?
- გაახილე თვალები, აიღე ბარათი. დაწერე მიზნები, არა გონებით არამედ გულით.
- დაწერეთ მიზნები თითქოს ეს უკვე ახდა. წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე ამ მიზნებს, შენი სხეული არის ჯანმრთელი, გონება მშვიდი, ენერგია მიედინება თავისუფლად. შენ უკვე აქ ხარ. შეიგრძენი ეს. დაიმახსოვრე. დაე ეს გახდეს შენი ვექტორი, კომპასი.
მაგალითი:
"მე მინდა ვიყო უზრუნველყოფილი, ჯანმრთელი..."
"მე ვარ უზრუნველყოფილი, ჯანმრთელი..."
ქვეცნობიერი არის შენი მოკავშირე. თუ კი მას გაუგზავნი ცხად იმპულს, მას ეცოდინება, საით წაგიყვანოს. თავად გადაწყვიტე რას აშენებ.
მიზანი ეს ფუნდამენტია,
ცნობიერება - მშენებელი,
ბუნება კი რესურსი.