SHAMANI PROTOCOL

ფუნგოთერაპიის პროდუქტების მიღების წესები

დოზირება, რეკომენდაციები და კურსის განრიგი — ყველაფერი ერთ სივრცეში, რომ თითოეულმა წვეთმა მაქსიმალურად იმუშაოს თქვენთვის.

50პორცია ყველა ფლაკონში (50 მლ)
25–50დღის კურსი დოზირების მიხედვით
1–2 მლერთჯერადი დოზა
2–3 თვეკომპლექსური კურსის ოპტიმუმი
ინსტრუქცია

საერთო წესები

ეს წესები ყველა პროდუქტსა და კურსს ეხება. მიღების დრო — თითოეული პროდუქტის ბარათში.

🌿

SHAMANI-ს პროდუქცია არის ბუნებრივი (სოკოები და მცენარეები) წარმოშობის.

✨

თითოეული პროდუქტი კარგად თავსებადია ერთმანეთთან, მეტიც — უფრო ეფექტურიც.

🧬

სინერგიის წყალობით ისინი უფრო ააქტიურებენ ერთმანეთის სასარგებლო პოტენციალს და კომპლექსურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით ორგანიზმში.

50

ყველა ფლაკონში 50 პორციაა (50 მლ)

25–50

დღის კურსია დოზირებების მიხედვით (1–2 მლ)

შემადგენლობაშია დანაყოფებიანი პიპეტი ზუსტი დოზირებისთვის 💧

👩‍🚀პიპეტის რეზინის თავს რამდენჯერმე მოუჭირეთ ხელი პიპეტის სრული შევსებისთვის.

დოზირება

  1. დაიწყეთ 1 მლ-ით.
  2. რამოდენიმე დღეში (3–7) შეგრძნებისამებრ შეგიძლიათ გაზარდოთ დოზირება 2 მლ-მდე.
  3. შესაძლებელია 1 მლ სავსებით საკმარისი იყოს ცვლილებებისთვის.
  4. დარჩით დოზირებაზე, რომელიც ყველაზე კომფორტულია თქვენთვის.
⚖️ მაღალი დოზირება ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტურობას.

📈 „ჩატვირთვის“ მეთოდი

ასევე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ „ჩატვირთვის“ ამ მეთოდით:

2 დღედაიწყეთ 1-1 მლ-ით
შემდეგი 5 დღეგააგრძელეთ 2-2 მლ
შემდეგი 1 კვირა1.5 მლ
შემდეგ1 მლ

ყველა პროდუქტისა და კურსისთვის

    მიჰყევით შინაგან ხმას… ❤️

    INFINITY EDITION

    პროდუქტების მიღების წესი

    გადაასრიალეთ და აირჩიეთ პროდუქტი — ნახავთ მიღების დროს, ეფექტებს და ზუსტ ინსტრუქციას.

    კურსები

    კურსების მიღების წესი

    აირჩიეთ თქვენი კურსი — დღის და საღამოს განრიგი და ზუსტი დოზირება.

    როგორ მოქმედებს

    რა უნდა იცოდეთ კურსამდე

    🧠 ინდივიდუალური მოქმედება

    პროდუქცია ორგანიზმზე ინდივიდუალურად მოქმედებს — აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. გეხმარებათ ჯანსაღი ჩვევების დანერგვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში და მუშაობს ქვეცნობიერის დონეზე, განსაკუთრებით ძილის დროს.

    ზოგი მოქმედებას მაშინვე გრძნობს, ზოგთან აღქმადობა დაბალია — პროდუქტი ყველას ინდივიდუალურად ერგება, აუჩქარებლად, სათუთად და უსაფრთხოდ. ხდება ისეც, რომ მკვეთრი დასაწყისი შემდეგ ნელდება, ან პირიქით — შედეგი მოგვიანებით მოდის. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია.

    🗓️ კურსის ხანგრძლივობა

    2–3 თვეკომპლექსური კურსის ოპტიმალური პერიოდი — ამ დროს პროდუქცია სრულ პოტენციალს ავლენს 🧬
    1–10 დღეამ ფარგლებში შეამჩნევთ პირველ ეფექტს ♾️

    ხანგრძლივობა დამოკიდებულია:

    • რისთვის იწყებთ კურსს და რა ფორმაშია პრობლემა;
    • ფსიქიკურ მდგომარეობაზე;
    • შერჩეული პროდუქტის თვისებებზე.

    ☕ კოფეინი — ენერგიის „სესხი“

    კოფეინი ენერგიას არ ქმნის — ის სესხულობს. დღის განმავლობაში ტვინში გროვდება ადენოზინი, დაღლილობის ბუნებრივი სიგნალი. კოფეინი ამ სიგნალს ბლოკავს და ააქტიურებს ადრენალინსა და კორტიზოლს: დაღლილობა არ ქრება, უბრალოდ დროებით აღარ ისმის. როცა მოქმედება სრულდება, დაგროვილი ადენოზინი ერთბაშად „მოდის“ — ეს არის ცნობილი ვარდნა, სესხის დაბრუნება პროცენტით.

    ზოგი ექსტრაქტს ყავასთან ერთად განზრახ სვამს — უფრო მკვეთრი, „აგრესიული“ ეფექტისთვის. ზოგზე კი ყავა ცუდად მოქმედებს და ამას ვერც აცნობიერებს: აჩქარებული გულისცემა, შფოთვა, კანკალი, გაღიზიანება, ცუდი ძილი და დღის მეორე ნახევრის ვარდნა ხშირად სწორედ კოფეინის კვალია.

    Alpha Blend-ში შემავალმა კომპონენტებმა კოფეინის მოქმედება შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს. ამიტომ, თუ ყავაზე დამოკიდებული არ ხართ, გირჩევთ ექსტრაქტები ყავისგან დამოუკიდებლად მიიღოთ:

    1ამოიღეთ ყავა რაციონიდან და სრულად შეიგრძენით მხოლოდ ექსტრაქტების ეფექტი;
    2თუ ყავის ამოღებას ვერ ახერხებთ, დაიცავით 30–60 წუთიანი შუალედი მათ შორის.

    დააკვირდით, როგორ შეიცვლება მდგომარეობა, და იპოვეთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური და კომფორტული მიღების წესი. მიჰყევით შინაგან ხმას… ❤️

    საბაზისო ენერგია პიკი ვარდნა დილა საღამო
    კოფეინი — სესხი და ვარდნაექსტრაქტები — თანაბარი, დაგროვებითი ეფექტი

    🍷 ალკოჰოლი და კანაფი

    პროდუქცია ალკოჰოლთან / კანაფთან რეაქციაში არ შედის, თუმცა არარეკომენდებულია მხოლოდ იმის გამო, რომ მას შეუძლია კურსის ეფექტურობა შეამციროს 📉

    ✨ მავნე ჩვევები

    კურსის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში საგრძნობლად მცირდება მავნე ჩვევებისადმი ლტოლვა.

    მთავარი უპირატესობები

    🌿100% ბუნებრივიგადის დამუშავების მთელ გზას, რომ თითოეული კომპონენტის სარგებელი მაქსიმალურად გამოვლინდეს.
    📈დაგროვებითი ეფექტიმდგომარეობა თანაბრად უმჯობესდება — ორგანიზმისთვის ზედმეტი სტრესის გარეშე.
    ⏳ეფექტი რჩებაშედეგი კურსის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება.
    ❌დამოკიდებულების გარეშეარ ყალიბდება დამოკიდებულება.
    SHAMANI CHECK-IN

    როგორ მიდის თქვენი კურსი?

    მხოლოდ მათთვის, ვინც SHAMANI-ს კურსს გადის ან უკვე გაიარა. უპასუხეთ რამდენიმე კითხვას და მიიღეთ თქვენზე მორგებული მიმართულება.

    FAQ

    ხშირად დასმული კითხვები

    კითხვა გაქვთ ან 7–10 დღეში ეფექტს ვერ გრძნობთ?

    მოგვწერეთ — SHAMANI-ს სპეციალისტი კურსს თქვენზე მოარგებს.

    დაგვიკავშირდით WhatsApp-ში

    18+. ორსულობის, ლაქტაციის, მედიკამენტების მიღების ან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს კურსის დაწყებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან SHAMANI-ს სპეციალისტს. ინფორმაცია საინფორმაციო ხასიათისაა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.