SHAMANI EDU

L-theanine

მწვანე ჩაის ექსტრაქტი (L-theanine)

L-theanine არის უნიკალური, ბუნებრივი ამინომჟავა, რომელიც მიიღება მწვანე ჩაის ექსტრაქტიდან.
ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს საკმარისად მიიღოს L-თიანინი, რადგან საკვებიდან იგი არც თუ ხელმისაწვდომია. ეს არის ის იშვიათი არა-პროტეინული ამინომჟავა, რომელიც არ გამოიყენება ცილების შესაქმნელად, განსხვავებით ბევრი სხვა ამინომჟავისგან. L-თეანინის მიღება საკვებდანამატის სახით ყველაზე პრაქტიკულია.

ანტი-სტრესი

L-theanine-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარგებელია, ხელი შეუწყოს რელაქსაციას და ებრძოლოს სტრესს. მას ასევე უწოდებენ „დამამშვიდებელ საშუალებას სედაციის გარეშე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ლ-თეანინს შეუძლია ისე გაუმკლავდეს სტრესს, რომ არ იგრძნოთ დაღლილობა.
სტრუქტურულად მსგავსია გაბას ნეიროტრანსმიტერებთან და გლუტამინთან. ამის დახმარებით ის კვეთს ჰემოტოენცეფალურ ბარიერს. L-თიანინი არის დამამშვიდებელი აგენტი. ის ამცირებს სტრესის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს კონცენტაციას. ცნობილია მისი ადაპტოგენური თვისებებით. ხელს უწყობს წონის კლებას და ხელს უშლის კოფეინისგან გამოწვეულ გვერდით მოვლენებს.

ALPHA MODE

L-თიანინი ასევე ზრდის ტვინში ალფა ტალღებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან როგორიცაა, შემოქმედებითი მდგომარეობა, კონცენტრაციის ზრდა და გონებრივი სიცხადე.
L-თიანინს შეუძლია სერატონინისა და დოპამინის დონის დარეგულირება. დამატებით ამის ხარჯზე გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.

ძილის ხარისხი

L-theanine აუმჯობესებს ძილის ხარისხს განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაღალი ჰიპერაქტიურობა, რაც ხელის შემშლელი შეიძლება იყოს ჩაძინების დროს. L-theanine-ის კიდევ ერთი დადებითი სარგებელი ძილის დროს არის ის, რომ მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს სტიმულატორებს. ეს ნიშნავს, რომ თუ ხშირად სვამთ ყავას ან იყენებთ სხვა სტიმულატორებს სამედიცინო მიზეზების გამო, L-theanine-ის დამამშვიდებელი ეფექტი დაგეხმარებათ სიფხიზლისა და შფოთვის შემცირებაში.

სატორული სინერგია

ლ-თიანინი ეფექტურია სხვადასხვა ბუნებრივ კომპენენტებთან, როგორიცაა მაგალითად გულა სოკო. ის ქმნის ოპტიმალურ ნეიროფიზიოლოგიურ ფონს ნეიროტროფული აგენტების (მაგ. გულა სოკოში შემავალი აქტიური ნივთიერებების ერინაცინის და ჰერიცენონის) ეფექტურობისთვის.
უსაფრთხოება და უკუჩვენებები: კარგად გადაიტანება, არ იწვევს სედაციას და დამოკიდებულებას. იშვითადა შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა.